უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა ევროპული შეჯიბრებების ახალი ფორმატი დაამტკიცა.

უეფამ ევროპული შეჯიბრებების ორგანიზების ახალი სისტემა მიიღო. ის 24/25 წლების სეზონიდან ამოქმედდება, განაცხადა ორგანიზაციის პრესსამსახურმა.
უეფამ შვეიცარიული სისტემის გამოყენება გადაწყვიტა. ჩემპიონთა ლიგაში გუნდების რაოდენობა 36-მდე გაიზრდება. თუმცა, კლუბების კოეფიციენტები ტურნირში თითოეული ქვეყნის გუნდების რაოდენობის განსაზღვრის ერთადერთი კრიტერიუმი არ იქნება. ასევე გათვალისწინებული იქნება წინა სეზონის შედეგები. ახალ შეჯიბრში პირველ ორ ქვეყანას დამატებით ორი ადგილი მიენიჭება.
ოცდათექვსმეტი კლუბი ერთ ცხრილში შეიკრიბება და მომავალი მეტოქეები მათი რეიტინგის მიხედვით განისაზღვრება. რვა საუკეთესო გუნდი ავტომატურად გადავა მერვედფინალში. დარჩენილი 16 კლუბი ტურნირის დამატებით ეტაპზე შემდეგ რაუნდში ადგილისთვის იბრძოლებს. მსგავსი ცვლილებებია მოსალოდნელი ევროპა ლიგასა და კონფერენციის ლიგაში.















