„არსენალი“ ბოლონიის მცველით დაინტერესდა

ლონდონის „არსენალი“ ეძებს ფეხბურთელს, რომელიც შეცვლიდა ნუნო ტავარესს, რომელიც მწვრთნელთა შტაბის მოლოდინებს ვერ ამართლებს და შესაძლოა, იჯარით გაუშვან.
„მეთოფეების“ ტექნიკურმა დირექტორმა ედუ გასპარმა და მიკელ არტეტამ ყურადღება ბოლონიის მარცხენა მცველ აარონ ჰიკისკენ გადაიტანეს.
„Corriere do Bologna“-ს ცნობით, ლონდონელები მზად არიან შოტლანდიელის სანაცვლოდ დაახლოებით 20 მილიონი ევრო გადაიხადონ. ორივე მხარე ტრანსფერზე მოლაპარაკებებს უახლოეს დღეებში დაიწყებს.
აღსანიშნავია, რომ „არსენალის“ ფულბეკი ტაკეჰირო ტომიასუ ჩრდილოეთ ლონდონურ კლუბში 2021 წელს ბოლონიის ბანაკიდან გადავიდა.
ჰიკიმ ამ სეზონში 34 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.















