20:22 ()
მატჩის გრაფიკი
შაბათს, 12 სექტემბერს
სიის ჩაკეცვა

ზიეჩი „იუვენტუსის“ პრიორიტეტია ამ ზაფხულს

გამოქვეყნების თარიღი: 05/12/2022 01:04

Calciomercato-ს ცნობით, „იუვენტუსი“ ჰაკიმ ზიეშით ინტერესდება.

წყაროს ცნობით, ტურინული კლუბის რჩეულთა სიაში რამდენიმე „ჩელსის“ ფეხბურთელია, თუმცა „ბიანკონერის“ მთავარი სამიზნე 29 წლის მაროკოელია.

„იუვენტუსი“ მიიჩნევს, რომ „ჩელსის“ მფლობელის შეცვლის შემდეგ, ზიეშის ტრანსფერზე მოლაპარაკებები უფრო ადვილი იქნება.

ნახევარმცველი ლონდონურ კლუბს „აიაქსიდან“ 2020 წლის ივლისში 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. დღეს მისი ღირებულება 32 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

ამ სეზონში ზიეჩმა ინგლისის ჩემპიონატის 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა: მან 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.


სოციალური კომენტარი კაკლიe