ჩელსი, მილანი, მანჩესტერ იუნაიტედი და ბარსელონა ნკუნკუს აკვირდებიან

L'Equipe იტყობინება, რომ კრისტოფერ ნკუნკუთი რამდენიმე წამყვანი ევროპული კლუბი ინტერესდება. ნახევარმცველი, რომელმაც ამ ზაფხულს ლაიფციგის დატოვება გადაწყვიტა, ბარსელონას, ჩელსის, მილანის და მანჩესტერ იუნაიტედის ინტერესს იწვევს.
ნკუნკუს კონტრაქტი „რედ ბულსთან“ 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ტრანსფერის შემთხვევაში, ფრანგის ანაზღაურება არანაკლებ 100 მილიონი ევრო იქნება.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლაიფციგის აღმასრულებელი დირექტორი ოლივერ მინცლაფი 24 წლის ნახევარმცველის შენარჩუნებას აპირებს. „ბულსმა“ ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
2021/2022 წლების სეზონში ნკუნკუმ გერმანული გუნდის შემადგენლობაში 49 მატჩი ჩაატარა (34 გოლი გაიტანა, 19 საგოლე გადაცემა გააკეთა).















