ჯერარდს კოუტინიოს ასტონ ვილაში დარჩენა სურს

„ასტონ ვილას“ მენეჯერი სტივენ ჯერარდი იმედოვნებს, რომ ფილიპე კოუტინიო „ბირმინგემ სიტიში“ შეინარჩუნებს. ბრაზილიელი, რომელიც ამჟამად „ასტონ ვილაში“ იჯარით თამაშობს, „ბარსელონას“ საკუთრებაა. თუმცა, ინგლისურ კლუბს აქვს ნახევარმცველის 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ ტრანსფერის დასრულების ოფცია.
„მზად ვარ კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ მსურს, კოუტინიო „ასტონ ვილაში“ მუდმივად ითამაშოს. ჩვენ ვცდილობთ, რომ ის გუნდში შევინარჩუნოთ“, - ციტირებს ჯერარდის სიტყვებს ფაბრიციო რომანო Twitter-ზე.
„ბარსელონამ“ კოუტინიო 2018 წლის იანვარში 140 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა. „ლომებმა“ ბრაზილიელი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს იჯარით დაიმატეს. გუნდში გადასვლის შემდეგ მან „ბირმინგემის“ მაისურით 15 თამაში ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.















