„ბაიერნმა“ გნაბრის შემცვლელად ორი კანდიდატი დაასახელა.

„ბაიერნ მიუნხენმა“ ორი ფეხბურთელი დაასახელა, რომლებსაც შეუძლიათ სერჟ გნაბრის შემცვლელად მუშაობა, - ამის შესახებ ინფორმაცია Sport1-მა გაავრცელა.
მიუნხენის კლუბი იმედოვნებს, რომ ნახევარმცველთან, რომლის კონტრაქტიც მომავალ წელს იწურება, კონტრაქტის გახანგრძლივებას მიაღწევს. თუ გნაბრის კონტრაქტი არ გაგრძელდება, „ბაიერნი“ „აიაქსიდან“ ენტონის ან „ლაიფციგში“ მოთამაშე კრისტოფერ ნკუნკუს დამატებას შეეცდება.
ენტონის კონტრაქტი ამსტერდამულ კლუბთან 2025 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. 21/22 წლების სეზონში მან „აიაქსის“ რიგებში 33 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა. ბრაზილიელის ფასი 35 მილიონი ევროა (Transfermarkt.de).
ნკუნკუს „ლაიფციგთან“ კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდე აკავშირებს. სეზონის დაწყებიდან მოყოლებული, მან „ბულსის“ შემადგენლობაში 49 მატჩი ჩაატარა (34 გოლი, 19 საგოლე გადაცემა). Transfermarkt.de ფრანგს 65 მილიონ ევროდ აფასებს.















