მაზრაუიმ „ბაიერნ მიუნხენთან“ კონტრაქტი გააფორმა

ამსტერდამის „აიაქსისა“ და მაროკოს ეროვნული ნაკრების მცველი ნუსარ მაზრაუი „ბაიერნ მიუნხენში“ გადავიდა, იტყობინება ინსაიდერმა ფაბრიციო რომანომ.
მისი თქმით, ფეხბურთელმა უკვე გააფორმა კონტრაქტი გერმანულ გიგანტთან და გაიარა სამედიცინო შემოწმება.
მის საბოლოო გადაწყვეტილებაზე, მიეღო „ბაიერნის“ შეთავაზება, გავლენა მოახდინა მთავარი მწვრთნელის, ჯულიან ნაგელსმანის და აღმასრულებელი დირექტორის, ოლივერ კანის ზარებმა.
ნუსაირი ახალ გუნდს ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. ამჟამად ის „აიაქსს“ ჰოლანდიის ჩემპიონატის მოგებაში დაეხმარება.
რომანო ასევე იუწყება, რომ „ბაიერნის“ შემდეგი ტრანსფერი „აიაქსის“ კიდევ ერთი ფეხბურთელი, რაიან გრავენბერხი იქნება.















