ნერეში „ბენფიკაში“ გადასვლამდე ერთი ნაბიჯით არის დაშორებული

„ბენფიკა“ დონეცკის „შახტართან“ დავიდ ნერეშის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აგრძელებს და შეთანხმების დასრულებასთან ახლოსაა, იტყობინება Goal.com.
წყაროს ცნობით, „არწივები“ „შახტარს“ 15 მილიონ ევროს გადაუხდიან, საიდანაც 12 მილიონი პორტუგალიურ მხარეს პედრინიოს ტრანსფერის ვალი დარჩება. გარიგება ამ ზაფხულს, სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ „შახტარმა“ ზამთარში ნერეშის სანაცვლოდ ზუსტად 12 000 000 ევრო გადაიხადა. ამგვარად, დონეცკის კლუბმა მოგება მიიღო ფეხბურთელისგან, რომელსაც გუნდის შემადგენლობაში ოფიციალური მატჩი არასდროს ჩაუტარებია.
Transfermarlt.de 25 წლის ბრაზილიელ ვინგერს 20 მილიონ ევროდ აფასებს.















