20:49 ()
სიის ჩაკეცვა

მედია: ნიუკასლს კალვერტ-ლუინი სჭირდება

გამოქვეყნების თარიღი: 05/13/2022 21:25

„ნიუკასლ იუნაიტედი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ახალი თავდამსხმელის დამატებას გეგმავს.

„ტელეგრაფის“ ცნობით, „კაჭკაჭები“ „ევერტონის“ თავდამსხმელ დომინიკ კალვერტ-ლევინს უმიზნებენ.

ასევე აღინიშნება, რომ ნიუკასლის გარდა, ფეხბურთელით ლონდონის არსენალიც არის დაინტერესებული.

კალვერტ-ლუინი „შეფილდ იუნაიტედის“ ახალგაზრდული სისტემის აღზრდილია და „ევერტონში“ 2016 წლიდან თამაშობს. ამ სეზონში 25 წლის ინგლისელმა 14 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

დომინიკის სავარაუდო ღირებულება, ინტერნეტ რესურს „ტრანსფერმარკეტის“ მონაცემებით, 42,000,000 ევროს შეადგენს.


სოციალური კომენტარი კაკლიe