17:10 ()
მატჩის გრაფიკი
შაბათს, 05 სექტემბერს
სიის ჩაკეცვა

მედია: უკრაინის ნაკრების ფეხბურთელი იარმოლენკო ზაფხულში ვესტ ჰემს დატოვებს

გამოქვეყნების თარიღი: 05/13/2022 21:25

„სკაი სპორტსის“ ცნობით, მიმდინარე სეზონი ანდრეი იარმოლენკოსთვის „ვესტ ჰემ იუნაიტედში“ ბოლო იქნება.

„ჩაქუჩებმა“ უკრაინელ ნახევარმცველს უკვე აცნობეს, რომ მისი კონტრაქტი აღარ გაგრძელდება. შესაბამისად, სეზონის ბოლოს ის თავისუფალი აგენტი გახდება.

იარმოლენკო „ვესტ ჰემში“ 2018 წლიდან თამაშობს. ლონდონელებმა მისი ტრანსფერის სანაცვლოდ „ბორუსია დორტმუნდს“ 20 მილიონი ევრო გადაუხადეს. ამ სეზონში უკრაინელმა „ჩაქუჩების“ რიგებში 31 მატჩში სამი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა. 32 წლის ნახევარმცველის საბაზრო ღირებულება 3,5 მილიონი ევროა (Transfermarkt).

წლის დასაწყისში იარმოლენკო უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო შვებულებაში იმყოფებოდა, თუმცა მარტში ის „ვესტ ჰემში“ დაბრუნდა.


სოციალური კომენტარი კაკლიe