„არსენალის“ მცველი პრემიერ ლიგის კიდევ ერთი კლუბის რადარზეა

Bild-ის ცნობით, კონსტანტინოს მავროპანოსის კარიერა შესაძლოა „ვესტ ჰემში“ გაგრძელდეს. „არსენალის“ საკუთრებაში არსებული მცველი ამ სეზონში იჯარით „შტუტგარტში“ თამაშობს.
მავროპანოსი „აპოლონ სმირნისში“ განვითარდა. ბერძენი ფეხბურთელი „მეთოფეებს“ 2018 წელს შეუერთდა, თუმცა ძირითად შემადგენლობაში ვერ დამკვიდრდა. 2020 წლის ივლისში მავროპანოსი ორწლიანი იჯარით „შტუტგარტში“ გადავიდა. ამ სეზონში მან ბუნდესლიგაში 30 მატჩი ჩაატარა (ოთხი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა). მისი იჯარის ვადა ამ ზაფხულს იწურება და „შტუტგარტი“ მზადაა ფეხბურთელი 3,5 მილიონ ევროდ შეიძინოს.
„ვესტ ჰემი“ მომავალი სეზონისთვის დაცვის გაძლიერებას გეგმავს. მავროპანოსი პოტენციურ ახალ ფეხბურთელებს შორისაა.















