„ჩელსი“ კულიბალით ინტერესდება

ჩელსი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ცენტრალური მცველის დამატებაზე მუშაობს. თომას ტუხელის გუნდი ანდრეას კრისტენსენისა და ანტონიო რიუდიგერის შემცვლელს ეძებს, რომლებიც ამ სეზონის შემდეგ ლონდონს დატოვებენ.
ამგვარად, გამოცემა „Calciomercato“ ამტკიცებს, რომ კლუბის ინტერესთა სიაში შედის „ნაპოლისა“ და სენეგალის ნაკრების ფეხბურთელი კალიდუ კულიბალი.
იტალიური გუნდი ცენტრალური მცველის შენარჩუნებით არის დაინტერესებული, თუმცა მის წასვლას ხელს არ შეუშლის, თუ კლუბი მომგებიან შეთავაზებას მიიღებს. სხვათა შორის, Transfermarkt 30 წლის სენეგალეელს 45 მილიონ ევროდ აფასებს.
სერია A-ს მიმდინარე სეზონში კულიბალიმ „ნაპოლის“ შემადგენლობაში 27 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა.















