ნიუკასლმა შესაძლოა შმეიხელი დაიმატოს

TalkSPORT-ის ცნობით, „ნიუკასლ იუნაიტედი“ „ლესტერ სიტის“ ფეხბურთელ კასპერ შმეიხელით არის დაინტერესებული. „კაჭკაჭები“ ახალ მეკარეს ეძებენ და დანიელს პოტენციურ გამაძლიერებლად განიხილავენ.
ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ნიუკასლი არსენალის ნახევარმცველით, ბერნდ ლენოთი იყო დაინტერესებული.
შმეიხელმა დიდი დრო გაატარა „მანჩესტერ სიტიში“, მაგრამ ვერ შეძლო „სიტიზანების“ სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრა. მეკარე „ლესტერში“ 2011 წლიდან თამაშობს.
35 წლის მეკარემ ამ სეზონში ინგლისური გუნდის მაისურით 50 მატჩი ჩაატარა და 10-ში კარი მშრალად შეინახა. შმეიხელის კონტრაქტი „მელიებთან“ მომავალ ზაფხულს იწურება.
მეკარის საბაზრო ფასი 4 მილიონი ევროა („Transfermarkt“).
















