„ლივერპული“ „რომას“ ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის დამატებას გეგმავს.

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ლივერპული აკვირდება სიტუაციას ნიკოლო ზანიოლოსთან.
22 წლის ვინგერის კონტრაქტი „რომასთან“ 2024 წლის ზაფხულში იწურება. თუ იტალიელი უარს იტყვის რომაულ კლუბთან კონტრაქტის განახლებაზე, „მერსისაიდელები“ მის დამატებას შეეცდებიან. სხვა პრეტენდენტებს შორის „იუვენტუსიც“ არის.
რომა ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 65-70 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს.
რამდენიმე წყარომ ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ „წითელ-ყვითლები“ ძანიოლოს კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავდნენ. თუმცა, სხვა გუნდების ინტერესის გათვალისწინებით, ვინგერს შესაძლოა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად დრო დასჭირდეს.
ძანიოლომ ამ სეზონში 39 მატჩი ჩაატარა (7 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა). მისი ფასი 33 მილიონი ევროა (Transfermarkt-ის მიხედვით).















