დოდო პორტოს ფეხბურთელი არ გახდება

დონეცკის „შახტარის“ მცველი დოდო „პორტუს“ ფეხბურთელი არ გახდება, იტყობინება Record.
ადრე, პრესა აქტიურად აკავშირებდა 23 წლის ბრაზილიელს „დრაკონებში“ შესაძლო ტრანსფერთან.
წყაროს ცნობით, პორტუგალიური კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, შახტარის ფეხბურთელი ინტერესთა სიიდან ამოიღოს. მათი აზრით, პორტუს ამჟამად მარჯვენა მცველი არ სჭირდება.
აღსანიშნავია, რომ პორტოს გარდა, დოდოთი ლისაბონის „ბენფიკაც“ ინტერესს იჩენდა.
ბრაზილიელის კონტრაქტი „შახტართან“ 2025 წლის 31 აგვისტომდეა გათვლილი და მისი სატრანსფერო ღირებულება 20 მილიონი ევროა. ამ სეზონში ფულბეკი სამწვრთნელო შტაბმა 26 მატჩში გამოიყენა, რომლებშიც მან ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.















