„ბაიერნ მიუნხენმა“ შესაძლოა უსმან დემბელე დაიმატოს

„სკაი სპორტსი“ იუწყება, რომ „ბაიერნი“ დაინტერესებულია ვინგერ უსმან დემბელეთი, რომლის უფლებებიც „ბარსელონას“ ეკუთვნის.
ფრანგის კონტრაქტი „ბლაუგრანასთან“ ამ ზაფხულს იწურება და მხარეები ჯერ კიდევ ვერ შეთანხმდნენ გახანგრძლივებაზე. მიუნხენის კლუბი აპირებს ისარგებლოს სიტუაციით და 24 წლის ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატოს.
„ბაიერნი“ დემბელეს შეძენას ჯერ კიდევ მას შემდეგ ცდილობს, რაც ის „ბორუსია დორტმუნდში“ თამაშობს. „წითლები“ მზად არიან, ამ ზაფხულს ფრანგს კვლავ მიმართონ და კონტრაქტი შესთავაზონ.
ამ სეზონში დემბელემ 30 მატჩში ორი გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა. Transfermarkt.de ფრანგს 30 000 000 ევროდ აფასებს.
















