„ბორნმუთი“ „ლივერპულის“ მცველის დამატებას აპირებს.

ნათანიელ ფილიპსმა შესაძლოა „ლივერპული“ „ბორნმუთში“ დატოვოს. ეკრემ კონურმა ეს ამბავი Twitter-ზე გაავრცელა. ჟურნალისტმა განაცხადა, რომ „ბორნმუთი“ მზადაა მცველში 7 მილიონი ევრო გადაიხადოს.
ფილიპსი „ბოლტონ უონდერერსის“ აკადემიაში ვარჯიშობდა. ის „ლივერპულს“ 2016 წელს შეუერთდა, ხოლო ოთხი წლის შემდეგ „მერსისაიდერების“ რიგებში დებიუტი შეასრულა. 25 წლის ფეხბურთელმა „ლივერპულის“ შემადგენლობაში 24 მატჩი ჩაატარა (ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა). ცენტრალურმა მცველმა 2019/2020 წლების სეზონი იჯარით „შტუტგარტში“ გაატარა.
ბორნმუთმა ფილიპსი ამ ზამთარს იჯარით დაიმატა. ტრანსფერის შემდეგ მან კლუბის მაისურით 18 მატჩი ჩაატარა. ნათანიელის იჯარის ვადა 2022 წლის მაისში იწურება.
ფილიპსის საბაზრო ღირებულება 8,000,000 ევროა (Transfermarkt.de).















