„ნაპოლი“ რჰმანისთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

„ნაპოლის“ ცენტრალური მცველი ამირ რაჰმანი კლუბთან ახალი გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოსაა.
ცნობილი ინსაიდერის, ნიკოლო სკირას ცნობით, „აძური“ ფეხბურთელთან კონტრაქტის 2027 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
მისი თქმით, „ნაპოლის“ ხელმძღვანელებს კოსოვოს ნაკრების კაპიტნის პოტენციური მსურველების დათრგუნვა სურთ.
რჰმანის მოქმედი კონტრაქტი იტალიურ კლუბთან 2024 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. ამ სეზონში კოსოვოელმა ყველა ტურნირზე 40 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ 28 წლის მცველი „ნაპოლიში“ 2020 წელს „ვერონადან“ 14,2 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მას შემდეგ მისი ფასი 25 მილიონ ევრომდე გაიზარდა.















