„ბაიერნი“ „შტუტგარტის“ თავდამსხმელს ისახავს მიზნად

„ბაიერნი“ რობერტ ლევანდოვსკის წასვლისთვის ემზადება და შესაძლოა, პოლონელი თავდამსხმელი დაიმატოს. Sportbild-ის ცნობით, ერთ-ერთი ასეთი ვარიანტი შტუტგარტის ფეხბურთელი საშა კალაიჯიჩია.
მხარეებმა უკვე გაააქტიურეს მოლაპარაკებები და შესაძლოა ტრანსფერი ზაფხულის ბოლომდე დაასრულონ. „წითლები“ ლევანდოვსკის გაშვებას არ აპირებენ, თუმცა ნებისმიერი სცენარისთვის მზად არიან.
კალაიჯიჩი ფახ-დონფილდის ახალგაზრდული სისტემის აღზრდაა. შტუტგარტში გადასვლამდე ის ადმირა ვაკერში თამაშობდა.
კალაიჯიჩმა ამ სეზონში ბუნდესლიგის 14 მატჩში ხუთი გოლი გაიტანა. Transfermarkt ავსტრიელს 22 მილიონ ევროდ აფასებს.
ასევე აღსანიშნავია, რომ ცენტრალური თავდამსხმელი ავსტრიის ნაკრებში 2020 წლის ოქტომბრიდან არის გამოძახებული. მან ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 13 მატჩი ჩაატარა (ოთხი გოლი გაიტანა).















