„ბორუსიამ“ მთავარ მწვრთნელ ჰიუტერთან კონტრაქტი გაწყვიტა

მიონხენგლადბახის ბორუსიამ მთავარი მწვრთნელის გადადგომის შესახებ ოფიციალურ ვებსაიტზე განაცხადა. ადოლფ ჰიუტერის გუნდმა ბუნდესლიგის ბოლო ტურში ჰოფენჰაიმი 5:1 დაამარცხა.
„რამდენიმე მოლაპარაკების შემდეგ, გადაწყდა, რომ ჩვენი გზები ცალკე წავსულიყავით. რა თქმა უნდა, ვწუხვარ, რომ ასე მოხდა, რადგან აქ თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი. სამწუხაროდ, ერთად ვერ მივაღწიეთ სპორტულ წარმატებას. მიუხედავად ამისა, მადლობელი ვარ კლუბის ხელმძღვანელობის მათი გახსნილობისა და პატიოსნებისთვის“, - ციტირებს Sky Sports 52 წლის სპეციალისტის სიტყვებს.
ამრიგად, ჰიუტერმა „კვიცების“ სათავეში ერთი სეზონი გაატარა, რომლის ბოლოსაც გუნდმა ბუნდესლიგის ცხრილში მე-10 ადგილი დაიკავა და ევროტურნირებზე ვერ გავიდა.















