„იუვენტუსი“ მზადაა, პერიშიჩს კონტრაქტი შესთავაზოს.

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, იუვენტუსმა შესაძლოა ივან პერიშიჩი შეიძინოს.
ხორვატი ნახევარმცველი ამჟამად მილანის „ინტერში“ თამაშობს. თუმცა, მილანურ გუნდთან მისი კონტრაქტი ამ ზაფხულს იწურება, რის შემდეგაც ის თავისუფალი აგენტი გახდება.
იტალიის თასის მოგების შემდეგ, სადაც „ინტერმა“ „იუვენტუსი“ დაამარცხა და პერიშიჩმა ორი გოლი გაიტანა, ფეხბურთელმა კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებული გაჭიანურებული მოლაპარაკებების გამო „ნერაძურის“ ხელმძღვანელობაზე ძალიან მკაცრად ისაუბრა.
ხორვატი „ინტერში“ 2015 წლიდან თამაშობს. 2021/2022 წლების სეზონში მან 47 მატჩში ცხრა გოლი და რვა საგოლე გადაცემა გააკეთა. Transfermarkt.de 33 წლის ნახევარმცველს 10 მილიონ ევროდ აფასებს.
















