დოვბიკი შესაძლოა ზაფხულში ბეშიქთაშში გადავიდეს

Fotomac-ის ცნობით, არტემ დოვბიკი, რომელიც ამჟამად „დნიპრო-1“-ის ღირსებას იცავს, შესაძლოა კარიერა თურქეთის ლიგაში გააგრძელოს.
წყაროს ცნობით, 24 წლის ცენტრალური თავდამსხმელით სტამბოლის „ბეშიქთაშია“ დაინტერესებული და მისთვის წელიწადში 1,1 მილიონი ევროს გადახდას აპირებს. ფეხბურთელის ამჟამად შემოსავალი თითქმის 400 000 ევროა.
ასევე აღნიშნულია, რომ დობვიკი ტრანსფერის წინააღმდეგი არ არის, თუმცა კლუბებს 24 წლის მოთამაშის შესაძლო ტრანსფერის საკითხი ჯერ არ განუხილავთ.
უკრაინის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში დობვიკმა 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 14 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.
რესურსი „ტრანსფერმარქტი“ არტემის ქონებას 5,000,000 ევროდ აფასებს.















