რაფინიამ ბარსელონასთან შეთანხმებას თითქმის მიაღწია.

ლიდსის ფეხბურთელი რაფინია შესაძლოა ბარსელონაში გადავიდეს. ვინგერს კატალონიელებთან გადასვლა სურს. ორივე მხარე მისი პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმებასთან ახლოსაა. ინფორმაცია Twitter-ზე ფაბრიციო რომანომ გამოაქვეყნა.
ბრაზილიელის კონტრაქტი „პიკოკსთან“ ორ გამოსასყიდ პუნქტს მოიცავს. თუ კლუბი პრემიერ ლიგას დატოვებს, გამოსასყიდი თანხა 25 მილიონი ევრო იქნება. თუ ისინი ლიგაში დარჩებიან, გამოსასყიდი თანხა 75 მილიონ ევრომდე გაიზრდება.
რაფინია „ლიდსში“ 2020 წლის შემოდგომიდან თამაშობს. 2021/2022 წლების სეზონში მან ინგლისური კლუბის მაისურით 35 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.
ბრაზილიელის კონტრაქტი ჯესი მარშის გუნდთან 2024 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. რაფინიას საბაზრო ღირებულება 45,000,000 ევროა (Transfermarkt).















