პორტუს მწვრთნელი კონსეიკაო პსჟ-ს რადარზეა

Footballo იუწყება, რომ პსჟ პორტუს მწვრთნელის, სერხიო კონსეისაოს მიმართ ინტერესს იჩენს. პორტუგალიელს პარიზული გუნდის სპორტული დირექტორი ლეონარდო უკვე ესაუბრა.
აღსანიშნავია, რომ კონსეისაო „პარი სენ-ჟერმენის“ მწვრთნელის პოსტზე პირველი არჩევანი არ არის.
პარიზელებმა ინტერესი გამოთქვეს ზინედინ ზიდანის, სპეციას მწვრთნელი ტიაგო მოტას, იოახიმ ლიოვის და ამჟამად ტოტენჰემის მწვრთნელი ანტონიო კონტეს მიმართ. „რეალ მადრიდის“ ყოფილი მწვრთნელი „წითელ-ლურჯებისთვის“ პრიორიტეტულია, თუმცა ზიდანი შეთავაზების მიღებას არ ჩქარობს.
კონსეისაოს „პორტუსთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. მის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა 10 მილიონი ევროა.
ერთი კვირით ადრე კონსეისაოს ხელმძღვანელობით პორტუმ პორტუგალიის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.















