პსჟ დემბელეს აგენტებთან მოლაპარაკებებს აგრძელებს

„პარი სენ-ჟერმენი“ უსმან დემბელეს ტრანსფერის შესაძლებლობას იკვლევს. პოტენციური ტრანსფერის დეტალები RMC Sport-ში გამოქვეყნდა.
წყაროს ცნობით, პარიზელებმა უკვე მოამზადეს შეთანხმება „ბარსელონას“ ვინგერისთვის. მხარეებს შორის მოლაპარაკებები 2022 წლის იანვრიდან მიმდინარეობს. დემბელეს კონტრაქტი კატალონიელებთან სეზონის ბოლომდეა გათვლილი. „ბლაუგრანა“ ჯერ ვერ შეთანხმდა გახანგრძლივებაზე.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფრანგი შესაძლოა „ბაიერნში“ გადავიდეს.
დემბელე „ბარსელონაში“ 2017 წლიდან თამაშობს. მისი წინა კლუბი „ბორუსია დორტმუნდი“ იყო. 2021/2022 წლების სეზონში 25 წლის ფეხბურთელმა კატალონიელთა მაისურით 31 მატჩში ორი გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა.
Transfermarkt.de ფრანგს 30 მილიონ ევროდ აფასებს.
















