„ატლეტიკო მადრიდს“ სუარესის შემცვლელად „ბენფიკას“ თავდამსხმელის დამატება სურს

ატლეტიკო მადრიდმა ლუის სუარესის შემცვლელი შეარჩია. ურუგვაელი სეზონის ბოლოს მადრიდულ კლუბს დატოვებს.
ნიკოლო სკირა იუწყება, რომ ატლეტიკო მადრიდი აპირებს „ბენფიკას“ ფეხბურთელ დარვინ ნუნიესის უფლებების შეძენას. ესპანელებმა უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები ჟორჟე მენდეშთან, რომელიც თავდამსხმელის წარმომადგენელია, ამ ზაფხულს შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით.
ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ლისაბონის კლუბი თავის პროტეჟეს არანაკლებ 70 მილიონ ევროდ აფასებს.
ნუნიესი „ბენფიკას“ 2020 წლის სექტემბერში შეუერთდა. 2021/22 წლების სეზონში მან „არწივების“ შემადგენლობაში 41 მატჩი ჩაატარა, 34 გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.
Transfermarkt.de ნუნიესს 40 მილიონ ევროდ აფასებს.















