„პორტუს“ ნახევარმცველით „ლივერპული“ და „არსენალი“ ინტერესდებიან.

ფაბიო ვიეირათი ორი წამყვანი ინგლისური კლუბი დაინტერესდა. ეკრემ კონურმა Twitter-ზე დაწერა, რომ „ლივერპული“ და „არსენალი“ „პორტუს“ შემტევი ნახევარმცველის დამატებას განიხილავენ.
ჟურნალისტის თქმით, პორტუგალიელები ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ელიან.
ვიეირა „პორტუს“ აკადემიაში გაიზარდა. ნახევარმცველმა „ლურჯ-თეთრების“ უფროს გუნდში დებიუტი 2020 წლის ივნისში შეასრულა. ამ სეზონში 21 წლის ფეხბურთელმა ყველა შეჯიბრში 39 მატჩში შვიდი გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ფაბიოს ღირებულება 17 მილიონი ევროა (Transfermarkt). მისი კონტრაქტი პორტუსთან 2025 წელს იწურება.
2018 წლიდან ვიეირა სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში იძახებენ პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებებში.















