ლუნინი „რეალ მადრიდის“ დატოვებას აპირებს

რეალ მადრიდმა ცოტა ხნის წინ ფრედ ითამაშა კადისთან, რომლის კარშიც ანდრეი ლუნინი იყო. მედიამ და ანალიტიკურმა პლატფორმებმა შეაქო უკრაინელი მეკარის თამაში, რომელმაც რამდენიმე სეივი გააკეთა და ერთი პენალტი მოიგერია.
მას შემდეგ, რაც ლუნინი WhoScored-ის ლა ლიგის კვირის გუნდში მოხვდა, მისი შესაძლო წასვლის შესახებ ჭორები გაჩნდა.
უკრაინელი თვლის, რომ მეტ სათამაშო დროს იმსახურებს (4 მატჩი 2021/22 წლების სეზონში) და ახალი კლუბის ძებნას აპირებს.
მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ასევე მიიჩნევს, რომ 23 წლის მეკარე მეტ თამაშს იმსახურებს და შესაბამისად, ტრანსფერს ან იჯარით გაცემას არ დაბლოკავს.
თუ ლუნინი სანტიაგო ბერნაბეუს დატოვებს, მადრიდმა შესაძლოა ნაპოლისა და კოლუმბიის ნაკრების მეკარე დავიდ ოსპინა დაიმატოს.















