„ვესტ ჰემი“ ბოუენისთვის ახალ კონტრაქტს ამზადებს

„ვესტ ჰემ იუნაიტედი“ ჯეროდ ბოუენის გუნდში შენარჩუნებას გეგმავს. Daily Mail-ის ცნობით, „ჩაქუჩები“ 25 წლის ვინგერისთვის ახალ კონტრაქტს ამზადებენ.
ამ სეზონში ბოუენი „ვესტ ჰემის“ ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო, 50 თამაშში 18 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა. ჯეროდის ნაყოფიერმა თამაშმა ლონდონელებს საშუალება მისცა, პრემიერ ლიგის ცხრილში მეშვიდე ადგილი დაეკავებინათ, როდესაც დასრულებამდე ერთი ტური დარჩა.
ბოუენმა კარიერა „ჰერეფორდ იუნაიტედში“ დაიწყო. „ვესტ ჰემმა“ მისი უფლებები 2020 წლის იანვარში შეიძინა, „ჰალ სიტიდან“ ტრანსფერის სანაცვლოდ 21,3 მილიონი ევრო გადაიხადა.
ნახევარმცველს კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის შუა პერიოდამდე აკავშირებს. Transfermarkt.de-ს ცნობით, ბოუენის ფასი 35,000,000 ევროა.















