„იუვენტუსმა“ პოგბას სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზა 7,5 მილიონი ევროს ოდენობის ხელფასით.

ადრიენ გრენიეს Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ „იუვენტუსი“ პოლ პოგბათი ინტერესდება.
ჟურნალისტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტურინულმა კლუბმა ფრანგ ნახევარმცველს შეთავაზება გაუკეთა. იტალიურმა კლუბმა პოლთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის წლიური ხელფასი 7,5 მილიონი ევრო იქნება. აღსანიშნავია, რომ ფრანგი ფეხბურთელი ადრე „იუვენტუსში“ 2012 წლიდან 2016 წლამდე თამაშობდა.
მანამდე, არაერთი წყარო წერდა, რომ პსჟ პოგბას მომსახურებით ინტერესს იჩენდა.
29 წლის ფრანგს „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტი 2022 წლის ივნისის ბოლომდე აკავშირებს. ზაფხულში მას კლუბის დატოვება შეეძლება.
ამ სეზონში პოგბამ მანკუნიანელთა რიგებში 27 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.















