ზინჩენკომ შესაძლოა „მანჩესტერ სიტი“ დატოვოს

ESPN-ის ცნობით, ალექსანდრ ზინჩენკომ შესაძლოა სეზონის ბოლოს „მანჩესტერ სიტი“ დატოვოს.
ნახევარმცველით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული. ინგლისურმა გუნდმა უკვე დაიწყო მარცხენა მცველისა და ნახევარდაცვის ხაზში მოთამაშის ძებნა.
2015 წლამდე ზინჩენკო დონეცკის „შახტარში“ თამაშობდა. ნახევარმცველი „სიტიში“ 2016 წელს „უფადან“ გადავიდა, სადაც 1,5 სეზონი ითამაშა. კლუბთან მისი კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. ამ სეზონში უკრაინელმა „სიტიზანების“ რიგებში 27 მატჩი ჩაატარა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.
25 წლის ფეხბურთელის საბაზრო ღირებულება 25 მილიონი ევროა (მონაცემები Transfermarkt პორტალიდან).
ზინჩენკო ეროვნულ ნაკრებში 2015 წლიდან თამაშობს.















