მხითარიანი შესაძლოა ინტერში გადავიდეს

Calciomercato-ს ცნობით, ჰენრიხ მხითარიანის კარიერა შესაძლოა „ინტერში“ გაგრძელდეს.
ნახევარმცველის კონტრაქტი „რომასთან“ სეზონის ბოლომდეა გათვლილი, რისი გამოყენებაც „მილანელებს“ სურთ. „ინტერი“ იმედოვნებს, რომ ფეხბურთელს ზაფხულში დაიმატებს, როდესაც ის თავისუფალი აგენტი გახდება. მილანური გუნდის მხითარიანის კონკურენტებს შორის „ასტონ ვილა“ და „ტოტენჰემი“ არიან.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რომაული კლუბი 33 წლის ნახევარმცველთან კონტრაქტის კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივებას აპირებს. ჟოზე მოურინიო, რომელიც მხითარიანს რომას ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ მიიჩნევს, სომეხ ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივებით არის დაინტერესებული.
ამ სეზონში ჰენრიხმა 43 მატჩში ხუთი გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა გააკეთა. Transfermarkt.de მხითარიანს 10 მილიონ ევროდ აფასებს.















