ჟემალეტდინოვმა შესაძლოა კარიერა „ზენიტში“ გააგრძელოს

გამოცემა „სპორტ დეი ბაი დეი“ იუწყება, რომ „ზენიტი“ რიფატ ჟემალეტდინოვით არის დაინტერესებული, რომლის უფლებებიც „ლოკომოტივს“ ეკუთვნის.
სანქტ-პეტერბურგელი გუნდის ხელმძღვანელობა ალტერნატიულ ვარიანტებს იკვლევს იმ შემთხვევაში, თუ მათი ერთ-ერთი უცხოელი მოთამაშე კლუბს ამ ზაფხულს დატოვებს. „ზენიტის“ პოტენციურ ახალ ტრანსფერებს შორისაა „ლოკომოტივის“ ფეხბურთელი.
ჟემალეტდინოვი „ლოკომოტივის“ გუნდში განვითარდა. 2016 წლიდან 2018 წლამდე ნახევარმცველი ყაზანის „რუბინში“ თამაშობდა, რის შემდეგაც მოსკოვურ კლუბს დაუბრუნდა. მისი კონტრაქტი „ლოკომოტივთან“ 2024 წლის შუა პერიოდამდეა გათვლილი. 2021/22 წლების სეზონში რიფატმა „წითელ-მწვანეების“ შემადგენლობაში 29 მატჩში რვა გოლი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა გააკეთა.
Transfermarkt.de-ს ცნობით, 25 წლის რუსის ფასი 7,5 მილიონი ევროა.















