01:05 ()

მინამინომ შესაძლოა ინგლისში კლუბი შეიცვალოს

გამოქვეყნების თარიღი: 05/21/2022 21:36

„ლივერპულის“ ვინგერი ტაკუმი მინამინო ინგლისში ახალი კლუბის პოვნას განიხილავს.

Anfield Watch-ის ცნობით, ფეხბურთელი მოედანზე გატარებული დროით უკმაყოფილოა.

ჭორების თანახმად, 27 წლის იაპონელი ფეხბურთელით „ლიდს იუნაიტედი“ ინტერესდება. თუ „პიკოკები“ პრემიერ ლიგაში დარჩებიან, ტაკუმის იჯარით აყვანას შეეცდებიან. ფეხბურთელის მომავალს მილანის „ინტერიც“ აკვირდება.

შეგახსენებთ, რომ მინამინო „ლივერპულს“ 2020 წელს „რედ ბულ ზალცბურგიდან“ 8,5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. მან ამ სეზონში ინგლისის პრემიერ ლიგაში 11 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.


სოციალური კომენტარი კაკლიe