ბროით ოთხი კლუბი დაინტერესდა

„ჩელსის“ შეუძლია ფულის გამომუშავება ერთ-ერთი მოთამაშის გაყიდვით.
Goal-ის ცნობით, 20 წლის თავდამსხმელმა არმადო ბროხამ მილანის, ინტერის, ვესტ ჰემისა და ნიუკასლის ყურადღება მიიპყრო.
გავიხსენოთ, რომ ადრე იგივე „ვესტ ჰემ იუნაიტედი“ მზად იყო ბროხაში 25 000 000 ფუნტი (დაახლოებით 30 მილიონი ევრო) გადაეხადა.
არმანდო ბროხა „ტოტენჰემისა“ და „ჩელსის“ აკადემიების აღზრდილია. მისი კონტრაქტი „ლურჯებთან“ 2026 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი. მისი საბაზრო ღირებულება 18 მილიონი ევროა (Transfermarkt.de-ს მიხედვით).
ალბანელმა ცენტრფორვარდმა ამ სეზონში „საუთჰემპტონში“ იჯარით თამაშისას 38 მატჩში ცხრა გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.
















