ლაქსალტი მზადაა, დინამოდან MLS-ის კლუბში გადავიდეს.

Transfermarkt-ის ცნობით, დიეგო ლაქსალტი მოსკოვის დინამოდან წასვლას აპირებს. მცველს ტორონტოში გადასვლა სურს.
ურუგვაელმა უკვე აწარმოა მოლაპარაკებები MLS-ის გუნდის წარმომადგენლებთან. დინამოში ლაქსალტი სეზონში 1,6 მილიონ ევროს იღებს. ტორონტო მისთვის ამ თანხის გადახდას არ აპირებს. თუმცა, ფეხბურთელი თანახმაა, ამერიკულ კლუბთან კონტრაქტი გააფორმოს და ხელფასი შეამციროს.
ლაქსალტი „თეთრ-ლურჯებს“ გასულ ზაფხულს შეუერთდა და მოსკოველებთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. კლუბმა მისი ტრანსფერის სანაცვლოდ „მილანს“ 3,5 მილიონი ევრო გადაუხადა. ფულბექმა 2021/2022 წლების სეზონში პრემიერ ლიგაში 14 მატჩი ჩაატარა (გოლი არ გაუტანია).
29 წლის ურუგვაელის საბაზრო ღირებულება 3,5 მილიონი ევროა (Transfermarkt.de).















