01:30 ()
მატჩის გრაფიკი
შაბათს, 12 სექტემბერს
სიის ჩაკეცვა

„არსენალი“ საკას გრძელვადიანი კონტრაქტის შეთავაზებას აპირებს

გამოქვეყნების თარიღი: 05/22/2022 23:27

„დეილი მეილი“ იუწყება, რომ „არსენალი“ ბუკაიო საკასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს.

ნახევარმცველს „მეთოფეებთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. 20 წლის ინგლისელის კონტრაქტში კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების ოფციაა. თუმცა, ლონდონური კლუბი მასთან ახალი, გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს.

წყარო აღნიშნავს, რომ საკა „არსენალში“ ბედნიერია. მას შესანიშნავი ურთიერთობა აქვს მწვრთნელ მიკელ არტეტასთან, თუმცა ნახევარმცველს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს, რამაც შესაძლოა კონტრაქტის გახანგრძლივების მოლაპარაკებებში პრობლემა შექმნას.

2021/2022 წლების სეზონში საკამ ყველა შეჯიბრში 42 მატჩი ჩაატარა (12 გოლი, 6 საგოლე გადაცემა). Transfermarkt.de ბუკაიოს 65,000,000 ევროდ აფასებს.


სოციალური კომენტარი კაკლიe