მბაპემ პსჟ-სთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

თავდამსხმელმა მადრიდში გადასვლაზე უარის თქმა გადაწყვიტა.
ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, „პარი სენ-ჟერმენმა“ კილიან მბაპესთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.
ნიჭიერი თავდამსხმელის კონტრაქტი სამ სეზონზეა გათვლილი, 2025 წლის ზაფხულამდე. ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მბაპეს ზეპირი შეთანხმება ჰქონდა რეალ მადრიდთან, რომელსაც ის ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით უნდა შეუერთდებოდა.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია პარიზული მენეჯმენტის მზადყოფნის შესახებ, გადაეხადა ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანი ბონუსი მაურისიო პოჩეტინოს გუნდთან ახალი შრომითი კონტრაქტის გაფორმების სანაცვლოდ - დაახლოებით 130 მილიონი ევრო.
მბაპე პსჟ-ში 2018 წლიდან თამაშობს, მონაკოდან 180,000,000 ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ამ სეზონში კილიანმა 43 თამაში ჩაატარა, 35 გოლი გაიტანა და 23 საგოლე გადაცემა გააკეთა.















