01:34 ()

„რეალ მადრიდს“ „ბარსელონადან“ ლევანდოვსკის წაყვანა სურს

გამოქვეყნების თარიღი: 05/23/2022 23:24

მას შემდეგ, რაც კილიან მბაპემ გადაწყვიტა, რომ „რეალ მადრიდთან“ კონტრაქტი არ გაეფორმებინა და „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტი გაეხანგრძლივებინა, მადრიდული კლუბი შეტევის გაძლიერებას ეძებს.

„კრემ-თეთრები“ განიხილავენ მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის გუნდში მოწვევის ვარიანტს, იტყობინება გამოცემა „AS“.

მადრიდის „რეალის“ შორტლისტში ასევე შედიან ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ჰარი კეინი, რაფაელ ლეაო, დარვინ ნუნიესი და კრისტოფერ ნკუნკუ.

აღსანიშნავია, რომ „ბარსელონა“ ლევანდოვსკისთან დიდი ხანია კონტაქტზეა. „ბლაუგრანამ“ პოლონელ ფეხბურთელზე „ბაიერნს“ პირველი ოფიციალური შეთავაზება ცოტა ხნის წინ გაუგზავნა.

გასულ სეზონში 33 წლის პოლონელმა ყველა ტურნირზე 46 მატჩში მიიღო მონაწილეობა (50 გოლი და 7 საგოლე გადაცემა).


სოციალური კომენტარი კაკლიe