კიელინიმ ლოს ანჯელეს გალაქსისთან კონტრაქტი გააფორმა.

ტურინის „იუვენტუსის“ ცენტრალური მცველი, ჯორჯო კიელინი, კარიერის აშშ-ში გაგრძელებას გეგმავს, იტყობინება ფაბრიციო რომანო.
მისი თქმით, 37 წლის იტალიელის შემდეგი კლუბი მეჯორ ლიგის ლოს-ანჯელეს გალაქსი იქნება.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიელინი „იუვენტუსს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, რადგან მისი კონტრაქტი ამოიწურა.
ჯორჯო „ბებერი ქალბატონის“ შემადგენლობაში 2005 წლიდან თამაშობს. მან 559 მატჩი ჩაატარა, 36 გოლი გაიტანა და 25 საგოლე გადაცემა გააკეთა.
კიელინი მალე „უემბლის“ სტადიონზე „აძურის“ შემადგენლობაში გამოსამშვიდობებელ მატჩსაც გამართავს. იტალია არგენტინას დაუპირისპირდება.
















