ალონსომ ჩელსის გაშვება სთხოვა

ჟურნალისტი გრემ ბეილის ცნობით, „ლურჯების“ მცველი მარკოს ალონსო გუნდის შეცვლას აპირებს.
ინსაიდერის ცნობით, 31 წლის ფეხბურთელმა ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობას ამ ზაფხულს გაშვება სთხოვა. ალონსო, სავარაუდოდ, „ბარსელონაში“ გადავა.
ესპანელის კონტრაქტი „ჩელსისთან“ კიდევ ერთი სეზონით არის გათვლილი, ამიტომ ინგლისურმა გიგანტმა შესაძლოა გარკვეული კომპენსაცია მოითხოვოს თავისი პროტეჟეს ტრანსფერისთვის.
გავიხსენოთ, რომ სანამ ალონსო „ჩელსიში“ აღმოჩნდებოდა, ის „ბოლტონში“, „სანდერლენდსა“ და „ფიორენტინაში“ თამაშობდა.
2021/22 წლების სეზონში ფულბეკი 46-ჯერ გამოიყენა, 5 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.















