„მონაკო“ მბაპესთან კონტრაქტის გახანგრძლივების სანაცვლოდ პსჟ-სგან 35 მილიონ ევროს მიიღებს.

RMC Sport-ის ცნობით, პსჟ-ს კილიან მბაპესთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მონაკოსთვის, რომელსაც ადრე ფეხბურთელის უფლებები ეკუთვნოდა, 35 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
პარიზელებმა თავდამსხმელის ტრანსფერი 2018 წელს დაასრულეს. „მონეგასკელებს“ მისი ტრანსფერისთვის 180 მილიონი ევროს გადახდა ევალებოდათ. პირველი შენატანი 90 მილიონი ევრო იყო, მეორე კი - 55 მილიონი. „მონაკოს“ დამატებით 35 მილიონი ევროს მოთხოვნა შეეძლო, თუ „წითელ-ლურჯები“ თავდამსხმელს გაყიდიდნენ ან მბაპე პსჟ-სთან კონტრაქტს გაახანგრძლივებდა, რაც მოხდა კიდეც.
გასულ შაბათს, ფრანგმა კლუბთან ახალი სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. გახანგრძლივების შემდეგ, კილიანის წლიური ხელფასი „პარი სენ-ჟერმენში“ 40 მილიონ ევროს მიაღწევდა. გარდა ამისა, თავდამსხმელი 150-200 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსს მიიღებს.















