08:50 ()
მატჩის გრაფიკი
კვირა, 13 სექტემბერი
სიის ჩაკეცვა

პსჟ-ს ყატარელი მფლობელები ნეიმარის ტრანსფერზე შეთავაზებას გეგმავენ

გამოქვეყნების თარიღი: 05/25/2022 00:08

„Le Parisien“-ი იუწყება, რომ შესაძლოა, ზაფხულის სეზონის შემდგომ პერიოდში „პსჟ“-მ ნეიმარი დატოვოს. გუნდის კატარელი მფლობელები ბრაზილიელის ახალი სეზონის დაწყებამდე გაყიდვას აპირებენ.

წყაროს ცნობით, ეს სიტუაცია შესაძლოა კილიან მბაპესთან კონტრაქტის გახანგრძლივებამ გამოიწვიოს. თავდამსხმელმა 21 მაისს „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა და მისი ხელფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ახლა ის წელიწადში 93,000,000 ევროს გამოიმუშავებს (ბონუსების გამოკლებით).

თუმცა, ნეიმარის გაყიდვა ასე ადვილი არ იქნება. მბაპესთან კონტრაქტის განახლებამდე, პსჟ-ში მხოლოდ მესი გამოიმუშავებდა მეტს, ვიდრე 30 წლის ბრაზილიელი. ნეიმარის ყოველკვირეული ხელფასი 0,58 მილიონი ევროა.

ბრაზილიელი პარიზელებში 2017 წლის ზაფხულიდან თამაშობს. ამ სეზონში მან 28 მატჩში 13 გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა გააკეთა. ნეიმარის ფასი 90 მილიონი ევროა (Transfermarkt).


სოციალური კომენტარი კაკლიe