„აიაქსის“ მცველი „ბაიერნ მიუნხენში“ გადავიდა

ნუსერ მაზრაუი მიუნხენის „ბაიერნს“ შეუერთდა. ამის შესახებ ინფორმაცია მიუნხენის კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მაროკოელმა გერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა. მისი კონტრაქტი „აიაქსთან“ ივნისში იწურება, ამიტომ „ბაიერნს“ მისი ტრანსფერის საფასურის გადახდა არ მოუწევს.
„ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ მაზრაუი ჩვენი პირველი შენაძენი იყო სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში. მას ევროპული კლუბებიდან მრავალი შეთავაზება ჰქონდა, მაგრამ მან ჩვენთან შემოერთება გადაწყვიტა, რადგან ჩვენ გვაქვს მკაფიო გეგმა და ვაპირებთ მასთან ერთად დიდი წარმატების მიღწევას“, - ციტირებს „ბაიერნის“ ვებსაიტი ჰასან სალიჰამიჯიჩს (ბერლინის სპორტული დირექტორი).
მაზრაუი „აიაქსის“ სისტემაში აღიზარდა. 21/22 წლების სეზონში მან ამსტერდამული კლუბის შემადგენლობაში 34 მატჩი ჩაატარა (5 გოლი, 4 საგოლე გადაცემა).















