„ლაციო“ ალანს უმიზნებს

ბრაზილიელი შესაძლოა სერია A-ში დაბრუნდეს.
„ლაციო“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ნახევარდაცვის გაძლიერების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს.
„Corriere Dello Sport“-ის ცნობით, რომაული კლუბი „ევერტონის“ მცველ ნახევარმცველ ალანს უმიზნებს, რომელიც ადრე მაურიციო სარისთან ერთად „ნაპოლიში“ მუშაობდა.
ალანი ინგლისში 2020 წლის სექტემბერში გადავიდა. ამ სეზონში ბრაზილიელმა ფეხბურთელმა 31 მატჩი ჩაატარა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.
ნახევარმცველის კონტრაქტი „ტოფისთან“, რომლის ღირებულებაც Transfermarkt.de-ს მიხედვით 18 მილიონ ევროს შეადგენს, 2023 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.















