ბასტონიმ შესაძლოა ჩელსიში გადაინაცვლოს

ალესანდრო ბასტონი შესაძლოა სეზონის ბოლოს „ჩელსის“ შეუერთდეს. რამდენიმე წყარომ ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ინტერს“, რომელსაც მცველის უფლებები ეკუთვნის, შესაძლოა მისი გაყიდვა ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
„La Repubblica“ იუწყება, რომ ბასტონის შეძენით დაინტერესებულთა შორის „ჩელსია“. ლონდონელებს ამ ზაფხულს დაცვის გაძლიერება მოუწევთ, რადგან გუნდს ანდრეას კრისტენსენი და ანტონიო რიუდიგერი დატოვებენ.
ბასტონის შეძენით ანტონიო კონტეს „ტოტენჰემ ჰოტსპურიც“ ინტერესდება. იტალიელი მწვრთნელი ადრე მცველთან „ინტერში“ მუშაობდა.
21/22 წლების სეზონში ბასტონიმ სერია A-ში 31 თამაში ჩაატარა (1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა). Transfermarkt.de 23 წლის ფეხბურთელს 60 მილიონ ევროდ აფასებს.















