გვარდიოლა შესაძლოა პსჟ-ს 2023 წელს ჩაიბაროს

AS, L'Equipe-ზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ ხოსეპ გვარდიოლამ შესაძლოა მაურისიო პოჩეტინო შეცვალოს პსჟ-ს მწვრთნელის პოსტზე 2023 წლის ზაფხულში. არგენტინელი მწვრთნელი კიდევ ერთი სეზონით დარჩება სათავეში.
„პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს პოჩეტინოსთან მუშაობის გაგრძელება, რადგან მწვრთნელმა ურთიერთობა დაამყარა კილიან მბაპესთან, რომელმაც ცოტა ხნის წინ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. გარდა ამისა, თუ ამჟამინდელი მწვრთნელი, რომლის კონტრაქტიც 2023 წლის ზაფხულში იწურება, სამსახურიდან გაათავისუფლებენ, პარიზელებს მისთვის 15 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ ჯარიმის სახით.
თუმცა, კლუბი არ გამორიცხავს ხოსეპ გვარდიოლას დანიშვნის ვარიანტს. ესპანელს „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლომდე აკავშირებს, რის გამოყენებასაც „პსჟ“ გეგმავს.















