„ტოტენჰემი“ „ატალანტას“ მცველის 47 მილიონი ევროს ოდენობის გამოსყიდვის ოფციას ააქტიურებს.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, „ტოტენჰემ ჰოტსპური“ კრისტიან რომეროს დაიმატებს, რომელიც ამჟამად „ტოტენჰემში“ იჯარით თამაშობს.
ერთ-ერთმა წყარომ ხაზი გაუსვა, რომ ლონდონელები მცველის გამოსასყიდი ხელშეკრულების პირობების შესრულებას უახლოეს დღეებში გეგმავენ. კომპენსაციის ოდენობა 47,000,000 ევროა. „ტოტენჰემის“ სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი რომეროს კლუბის ძირითად მოთამაშედ მიიჩნევს და მასთან კონტრაქტის 2026 წლამდე გაფორმებას გეგმავს.
მანამდე, ჯეიმი კარაგერმა არგენტინის ტრანსფერს „სეზონის ტრანსფერი“ უწოდა.
„ტოტენჰემმა“ რომერო სეზონის დაწყებამდე იჯარით „ატალანტადან“ დაიმატა. 24 წლის არგენტინელმა 30 მატჩი ჩაატარა (ერთი გოლი გაიტანა). ცენტრალური მცველი ამჟამად თეძოს მოტეხილობის შემდეგ გამოჯანმრთელების პროცესშია.















