პსჟ დე იონგისთვის ბრძოლაში ჩაერთო

„პარი სენ-ჟერმენი“ მოედნის ცენტრში ფეხბურთელის ძებნას აგრძელებს.
Sport.es-ის ცნობით, ფრანგული კლუბი „ბარსელონას“ ნახევარმცველ ფრენკი დე იონგს ისახავს მიზნად. თუმცა, პარიზელებს ფეხბურთელის შესაძენად „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მოუწევთ კონკურენცია.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა მზად იყო განიხილოს შეთავაზებები ფრენკი დე იონგის, სერჟინიო დესტისა და მემფის დეპაის თაობაზე.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ზაფხულში „ბარსამ“ ჰოლანდიელის უფლებები „აიაქსიდან“ 86 მილიონ ევროდ შეიძინა. მისი ამჟამინდელი საბაზრო ღირებულება 70 მილიონ ევროს შეადგენს.
2021/22 წლების სეზონში დე იონგმა „ბლაუგრანას“ რიგებში 45 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა გააკეთა.















