არსენალი და ნკეტია კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოს არიან

„ტელეგრაფის“ ცნობით, „არსენალის“ თავდამსხმელი ედვარდ ნკეტია შესაძლოა კლუბში დარჩეს.
ფეხბურთელმა, მისმა აგენტმა და „მეთოფეების“ ხელმძღვანელობამ უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები ახალ კონტრაქტზე. აქამდე ნკეტია უარს ამბობდა ახალი კონტრაქტის ხელმოწერაზე მატჩებში მონაწილეობის გამოცდილების ნაკლებობის გამო.
ლონდონელების მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ სეზონის ბოლოს სიტუაცია შეცვალა, თავდამსხმელს სათამაშო დრო მისცა და ახლა გარიგების დადების შანსები გაიზარდა.
„არსენალი“ კვლავ ეძებს ახალ შემტევ მოთამაშეს, მაგრამ თუ ნკეტია დარჩება, კლუბი ფულის დაზოგვას შეძლებს.
22 წლის ინგლისელმა ამ სეზონში 28 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.















